Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Annotated Bibliographic Lookup of University Newspaper

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან გამოსცემს პერიოდულ გამოცემებს, რომელშიც იბეჭდება როგორც პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სტატიები, ასევე საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი მასალები. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს მასალათა ბიბლიოგრაფიული დამუშავება და დაინტერესებულ პირებამდე მიტანა. გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ 1927 წლიდან გამოდის სხვადასხვა სახელწოდებით (პროლეტარული სტუდენტთა ხმა, საბჭოთა უნივერსიტეტის ხმა, ბოლშევიკური კადრებისათვის, ახალგაზრდა სტალინელი, თბილისის უნივერსიტეტი) და დღემდე აქტიურად აშუქებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს. საძიებელი წარმოადგენს 1927-1941 წლებში გამოცემულ სტატიათა აღწერილობას. მასალა დალაგებულია უნივერსალური ათწილადი კლასიფიკაციის მიხედვით ქრონოლოგიურად. ბიბლიოგრაფიას დართული აქვს პირთა საძიებელი, სადაც თითოეულ გვართან მითითებული ციფრი აღნიშნავს აღწერილობათა ნომერს და გაზეთის დამუშავებული ნომრების ნუსხა. იგი ანოტირებულია, რაც მომხმარებლისთვის სტატიის შინაარსისა და ძირითადი მონაცემების გაცნობის საშუალებას იძლევა. ბიბლიოგრაფიული საძიებელი მოიცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1927-1941 წლებში გამოცემული გაზეთის სტატიათა აღწერილობას. წიგნი განკუთვნილია მკვლევართა და სტუდენტთათვის.

isbn : 978-9941-13-762-4
Price: 0₾



Related Books