Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Functional Programming in Haskell

დღეისათვის Haskell წარმოადგენს ფუნქციონალური დაპროგრამების ყველაზე მძლავრ და დასრულებულ ინსტრუმენტს და ერთ-ერთი წამყვანი ენაა ფუნქციონალური დაპროგრამების შესასწავლად. წინამდებარე სახელმძღვანელო შედგება შესავლისა და ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი Haskell-ზე პრაქტიკული დაპროგრამების შესწავლას ეხება; მეორე ნაწილში ფუნქციონალური დაპროგრამებისა და Haskell-ის ისეთი თეორიული საკითხებია განხილული, როგორებიცაა: პოლიმორფული ტიპები, ტიპების გამოყვანის მექანიზმი, ფუნქციათა კარირება, რეკურსიული ფუნქციების განსაზღვრა, გადატანილი - ზარმაცი გამოთვლები, მაღალი რიგის ფუნქციები და სხვა. თეორიული აღწერის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მოყვანილია სავარჯიშოები და ამოცანები დამოუკიდებელი მუშაობისთვის და მათი ამოხსნის ნიმუშები. წიგნი გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელთაც შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული სისტემა სხვადასხვა ამოცანის ამოსახსნელად. ის დაეხმარება დაპროგრამებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს; მისაღებია დამწყებთათვისაც, ვინაიდან არ მოითხოვს წინასწარ გამოცდილებას დაპროგრამების სფეროში. წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ლექციათა იმ კურსის შევსებულ და გადამუშავებულ ვარიანტს, რომელსაც ავტორი რამდენიმე წლის განმავლობაში კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

isbn : 978-9941-13-709-9
Price: 0₾



Related Books