სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ორგანიზაციის ტრანსფორმირება და კონსულტირება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი/ Master of Social Sciences
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ნოდარ ბელქანია, პროფესორი ფრიდრიხ გლაზლი (ავსტრია)
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები 65 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები 25 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინტერდისციპლინური მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ნოდარ ბელქანია, პროფესორი ფრიდრიხ გლაზლი (ავსტრია)
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები 65 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები 25 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ორგანიზაციის ტრანსფორმირება და კონსულტირების მისაღები საგამოცდო და გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს:
ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობა[1];
საერთო სამაგისტრო გამოცდა;
უცხოური ენის, ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (შესაბამისი სერთიფიკატი ან საუნივერსიტეტო გამოცდა);
წერითი გამოცდა სპეციალობაში;
გასაუბრება.
გამოცდა სპეციალობაში (40 %)
სპეციალობაში გამოცდა ტარდება წერითი ფორმით. შეფასების მაქსიმალური ქულაა 100. აპლიკანტს საკითხების ნუსხიდან მიეცემა 4 საკითხი. თითოეული საკითხის „წონაა“ 25 ქულა. შესაბამისად, სპეციალობაში გამოცდის საფუძველზე სტუდენტი დააგროვებს მაქსიმუმ 100 ქულას.
საკითხის ცოდნა და ანალიზი (25 ქულა)
პასუხი არ შეესაბამება საკითხს ან/და პასუხი არ არის წარმოდგენილი (0 ქულა)
საკითხში თითქმის არ ჩანს წარმოდგენილ თემაზე არსებული მასალის ფლობა და ანალიზი (1-3 ქულა)
საკითხში ნაკლებად ჩანს წარმოდგენილ თემაზე არსებული მასალის ფლობა და ანალიზი (4-7 ქულა)
საკითხში ნაწილობრივ ჩანს წარმოდგენილ თემაზე არსებული მასალის ცოდნა და ანალიზი (8-11 ქულა)
საკითხში მეტწილად ჩანს წარმოდგენილ თემაზე არსებული მასალის ცოდნა და ანალიზი, საკითხები ნაწილობრივაა გაანალიზებული (12-15 ქულა)
საკითხში მეტწილად ჩანს წარმოდგენილ თემაზე არსებული მასალის ცოდნა და ანალიზი, საკითხები მეტწილად გაანალიზებულია (16 -19 ქულა)
საკითხში ძირითადად ჩანს წარმოდგენილ თემაზე არსებული მასალის ფლობა, მეტწილად გაანალიზებულია საკითხი (20-22 ქულა)
საკითხში მკაფიოდ ჩანს წარმოდგენილ თემაზე არსებული მასალის სრულყოფილი ცოდნა და ამომწურავად არის საკითხი გაანალიზებული (23-25 ქულა)
გასაუბრება სპეციალობაში (20 %)
გასაუბრება (შეფასების მაქსიმალური ქულაა 100). შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სტუდენტის მოტივაცია და პროფესიული ინტერესები და მიზნები:
სტუდენტის მოტივაცია 50 ქულა
სტუდენტის მოტივაცია სრულიად თანხვედრაშია ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების პროგრამის მიზნებთან (max.10 ქულა)
სტუდენტის მოტივაცია მეტწილად თანხვედრაშია ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების პროგრამის მიზნებთან (max.10 ქულა)
სტუდენტის მოტივაცია ნაწილობრივ თანხვედრაშია ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების პროგრამის მიზნებთან (max.10 ქულა)
სტუდენტის მოტივაცია ნაკლებად თანხვედრაშია ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების პროგრამის მიზნებთან (max.10 ქულა)
სტუდენტის მოტივაცია არ შეესაბამება ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების პროგრამის მიზნებს (max.10 ქულა)
[1] სამაგისტრო პროგრამის ინტერდისციპლინურობიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაშვებია სხვადასხვა სფეროს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა მიღება.