Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით იაკობიძე
ეკონომისტი
date of birth 1946

ეკონომისტი, მეცნიერი, ფინანსისტი.

იაკობიძე დავით დაიბადა 1946 წლის 1 აპრილს საჩხერეში.

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.;

დავით იაკობიძე არის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1976), პროფესორი (2013).

1978–1982წწ. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტში ფინანსებისა და ფასწარმოქმნის განყოფილების გამგე;

 1982–1989წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე;

 1989–1991წწ. სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის საბაზრო ეკონომიკის განყოფილების გამგე;

 1993–1997წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 2001–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში მრჩევლად.

დავით იაკობიძე მონაწილეობას იღებდა საქართველოს პირველი სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში, ეროვნული ფულადი ერთეულის – ლარის გამოშვებაში, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებაში, ერთიანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში, ეროვნული ხაზინისა და ზარაფხანის შექმნაში და სხვ. მისი ხელმოწერაა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ეროვნულ ვალუტაზე – ლარზე.

 2006 წლიდან არის თსუ-ის პროფესორი.

იგი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების და პუბლიცისტური წერილების ავტორი. მისი ნაშრომები ეხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებს გლობალიზაციის პირობებში, მისი ფუნქციონირების მაკროეკონომიკურ ამოცანებს და ა.შ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2014 - ქალაქ ჭიათურის საპატიო მოქალაქე.

ბიბლიოგრაფია

 გლობალური დინამიზმის ქართული სინამდვილე.  ავტორი - თბ. , 2011. - 392გვ. 900001389356

 საქართველო და მსოფლიო ფინანსური კრიზისი (ავტორი). - თბილისი 2009. - 248გვ. 900001308366