Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანე ფაცაცია
ფილოსოფოსი
date of birth 1951

მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი
გერმანე ფაცაცია დაიბადა 1951 წელს ოჩამჩირის რა-ნი, სოფ.ახალდაბაში
1973 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
1981 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ცოდნის თეორიული და ემპირიული დონეების თანაფარდობა სოციოლოგიაში“. 
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
წლების მანძილზე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. არის წიგნების და 200-ზე მეტი სტატიის ავტორი.
1973-1977 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1983 წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1984 წწ. მასწავლებლების მომზადების ცენტრის უფროსი მასწავლებელი; 1984-1990 წწ. ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1990-1991 წწ. საქართველოს კპ ცკ-ის საქმეთა მმართველობის განყოფილების გამგე; 1991 წ. საქართველოს ეროვნული პოლიტიკური ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის დირექტორი; 
 
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:
გერმანე ფაცაცია 1995-2013 წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. საქართველოს მე-2, მე-3, მე -4, მე - 5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-2002 წწ.); 
1999-2004 წლებში იყო საარჩევნო ბლოკის: "აფხაზეთის დეპუტაცია" წარმომადგენელი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია (1998 წ.)


ბიბლიოგრაფია:
•    ნეგატიური მოვლენები, მიკროგარემო და ახალგაზრდობის აღზრდა. (ავტორი) თბილისი, საბჭ. საქ-ო, 1989 -50 გვ.  
•    უფლება-მოვალეობათა სპეციფიკა გარდაქმნის პირობებში (ავტორი) თბ.,საბჭ.საქ-ო.1987.-63 გვ.  
•    სოციოლოგია და სოციოლოგიური მართვა (ავტორი). - თბილისი,“მეცნიერება“, 1985.-63 გვ.