Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირმა შიოლაშვილი
პოეტი, ჟურნალისტი
date of birth 1974

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრაზე ასპირანტურაში.

სადისერტაციო თემა – „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“ –  დაიცვა 2005 წელს.

წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Radio Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვებოდა გადაცემას ქართულ კულტურაზე. მისი ლექსები ნათარგმნია  გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, ლიეტუვურ, ნიდერლანდურ, თურქულ და რუსულ ენებზე და შესულია არაერთ უცხოენოვან ანთოლოგიაში.

2011 წელს გერმანიაში გამოიცა მისი წიგნი „ფოთლების ხიდი“ ("Eine Brücke aus bunten Blättern", Pop Verlag ),  2018 წელს გამოიცა კრებული „თავდაყირა“ („Kopfüber“, Pop Verlag),  ხოლო 2022 წელს Pop-Verlag მა გამოსცა ირმა შიოლაშვილის მესამე გერმანულენოვანი კრებული «ორშაბათი» («Montag“.)

გერმანიაში მიღებული აქვს  ევროპელ მწერალთა გაერთიანების «Die Kogge“  2020 წლის ლიტერატურული ჯილდო.

ბიბლიოგრაფია

პოეტური კრებულები:

„არარსებული სიტყვა“ (მერანი,1992)

„მოლურჯო თაღი“ (მეცნიერება, 1996 ქართულ-რუსული გამოცემა), 

„ცრემლის ნაფეხური“ (მერანი, 2003) 

„ფოთლების ხიდი“ (საარი, 2009) ,

„ორშაბათი“ (საუნჯე, 2013) ,

„ოქტომბერი“ (ინტელექტი, 2020)

თარგმანი:

რაინერ მარია რილკე, „საღამო არის ჩემი წიგნი“, 50 რჩეული ლექსი, „პალიტრა L“, 2023)