Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბელა შალვაშვილი
მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი
date of birth 1940

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (სპარსული ენა და ლიტერატურა)

1970-1980 წწ. მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულში" რედაქტორად; 1984-1994წწ. საქართველოს ტელევიზიაში; 1996-2000წწ. იყო გაზეთ "ასავალ-დასავალის" თანამშრომელი.

გამოცემული აქვს კრებულები: "არდავიწყება" (1973, "ნაკადული"), "ლექსები" (1977, "საბჭოთა საქართველო"), "ჩუმი ძახილი" (1979, "ნაკადული"), "ლექსები" (1982, "ნაკადული"), "მზეო, მზეო" (1983, "მერანი"), "უსასრულობა" (1986, "საბჭოთა საქართველო"), "ჩემი ნაცნობი ჩიტი" (1986, "მერანი"), "ჩიტები წუხან თავის ენაზე" (2008, "ეროვნული მწერლობა")

ბელა შალვაშვილს თარგმნილი აქვს ფირდოუსის "შაჰნამეს" ყველა წიგნი (105 000 სტრიქონამდე),“შაჰნამე" მთლიანად ნათარგმნი არ აქვს არც ერთ ხალხს, გარდა ქართველებისა. იგი პირველია, ვინც მსოფლიოში ყველაზე ვრცელი პოემა "შაჰნამე" ("მეფეთა წიგნი") ქართულად სრულად თარგმნა.

ბელა შალვაშვილის თარგმნილი"შაჰნამე"2016 წელს ირანში წლის წიგნად აღიარეს.

2011 წელს გამოვიდა მის მიერ 40 წლის განმავლობაში თარგმნილი ფირდოუსის სამყაროს - ადამიანისა და ციურ მნათობთა შექმნის ამბები (ქეიუმარსი, უშანგი, თეიმურაზი, ჯემშიდი, ზოჰაქი, ფრიდონი, მანუჩარი, ქეი-ქაუსი, ამბავი სიაუშისა, ამბავი ბეჟანისა და მანიჟესი, ქესრა ანუშირვანის მეფობა, მეფე ხოსრევ ფარვიზი).ბელა შალვაშვილს მიღებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯილდო - "ფირდოუსის პრემია"
წყარო: საქართველოს სამეფო:georoyal.ge; kvirispalitra.ge 

სამეფო კლუბი, ღვაწლმოსილი წევრი (2015 - )

2021 - პრემია "საგურამო", თარგმანი

 ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

შაჰნამე (მთარგმნელი). - თბილისი, ნეკერი, 2011. - 984 გვ.

ჩიტები წუხან თავის ენაზე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ეროვნული მწერლობა, 2008. - 288 გვ.

ქეი-ქაუსი: შაჰ-ნამეს ერთი წიგნი (მთარგმნელი). - თბილისი, განათლება, 1987. - 112 გვ.

უსასრულობა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1986. - 150 გვ.