Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კახა შენგელია
ისტორიკოსი
date of birth 1970

კახა შენგელია დაიბადა 1970 წელს.  1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1992–1993 წლებში  იყო საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტი. 1993–1997 წლებში იყო  ჰართფორდის უნივერსიტეტის აშშ მარკეტინგისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის ასისტენტი; 1998–1999წლებში ამერიკული კომპანია "ორბიტელის" პროექტის მენეჯერი (აშშ), 1999–2000 წლებში კი  ამავე კომპანიის კავკასიის წარმომადგენელობის დირექტორი; 2000–2002 წლებში იყო კავკასიის ბიზნეს სკოლის დეკანი; 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ისტორიაში თემაზე :“ტაო–კლარჯეთის ძეგლების შესწავლის ისტორია", 2008 წელს კი ეკონომიკაში: "საგადასახადო მექანიზმის სრულყოფის საკითხები საბაზრო მეურნეობაზე გარდამავალ პერიოდში".  2008 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. ავტორია წიგნებისა, სტატიებისა და მრავალი სალექციო კურსის. გარდა აქტიური სამეცნიერო საქმიანობისა, კახა შენგელია ეწეოდა ასევე პოლიტიკურ მოღვაწეობასაც.

ბიბლიოგრაფია