Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ შავგულიძე
იურისტი
date of birth 1930

1953 წელს დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 1958 წელს დაიწყო მუშაობა მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის სამართლის განყოფილებაში უფროს ლაბორანტად. 1961 წელს დაამთავრა ასპირანტურა. 1964 წელს დაიცვა მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო, 1974 წელს კი სადოქტორო დისერტაცია. 1978 წლიდან მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამართლის დარგში. ჩამოაყალიბა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც იყო სიცოცხლის ბოლომდე. თამაზ შავგულიძე სხვადასხვა დროს იყო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, მასე ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო მონოგრაფია. მისი სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობა მოიცავდა სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიისა და კრიმინალური ფსიქოლოგიის სამართლებრივ პრობლემებს. შვგულიძე იყო პირველი, რომელმაც გამოიყენეა დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორია“ სამართლებრივ ასპექტში. გარდაიცვალა 1993 წლის 9 მარტს, 63 წლის ასაკში.

ბიბლიოგრაფია