Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი გაჩეჩილაძე
მთარგმნელი
date of birth 1914

1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში; კითხულობდა დასავლეთ ევროპული ლიტერატურის ისტორიის კურსსა და თარგმანის თეორიას;  1941 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემეზე „ გოლზუორთის ფორსაიტების ქრონიკები“,1962 წლიდან ამავე უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგეა. მთარგმნელობითი საქმიანობა  გივი გაჩეჩილაძემ სტუდენტობისას დაიწყო და გაამდიდრა ქართული ლიტერატურა შექსპირის, ბაირონის, შელის, ბერნსის, კიტსის, კიპლინგის, თომას მურის, ლონგფელოს, გოეთეს, ჰიუგოს, პუშკინის, ტიუტჩევის, შევჩენკოს, ბლოკის, ბრიუსოვის, ბაჟანისა და სხვათა შესანიშნავი თარგმანებით; ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, 22 წლისამ, თავის ორ დიდ მოძღვარს, შალვა ნუცუბიძესა და ერეკლე ტატიშვილის წარუდგინა ინგლისურად დაწერილი სადიპლომო შრომა ჯორჯ ბაირონის შემოქმედებაზე. ამ შრომის ქართული ვარიანტი 1928 წელს უნივერსიტეტმა დასტამბა შალვა ნუცუბიძის რედაქტორობით. გაჩეჩილაძის რედაქტორობით გამოიცა  შექსპირის თხზულებათა ექვსტომეული ქართულ ენაზე; გარდა მთარგმნეობითი მოღვაწეობისა, იგი ცნობილია, როგორც თარგმნის თეორიის აღიარებული თეორეტიკოსი. გარდაიცვალა 1974 წელს 59 წლის ასაკში.

ბიბლიოგრაფია