Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯუმბერ ლომინაძე
ფიზიკოსი
date of birth 1930

1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა ტექნიკის ფაკულტეტი. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  ფიზიკის ინსტიტუტში სწავლულ მდივნად. 1974 წლიდან აქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მთავარი სწავლული მდივნის მოადგილე, ხოლო 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. 1979-1982 წლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის  თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი. 1992-2000 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი ლომინაძის შრომები ეხება პლაზმაში ციკლოტრონული ტალღების, მათი არამდგრადობისა და ციკლოტრონული ტურბულენტურობის თეორიას, პლაზმის ფიზიკისა და მართვადი თერმობირთვული რეაქციების პრობლემას, პულსარების გამოსხივების მექანიზმებს, აკრეციულ მოვლენებს შავი ხვრელის  სისტემებში. ჯუმბერ ლომინაძე ავტორია 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის მონოგრაფიისა.  ჯუმბერ ლომინაძეს აქვს მონოგრაფია „ციკლოტრონული ტალღები პლაზმაში“, რომელიც გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე 1981  წელს. მისი ინიციატივით დაარსდა პლაზმური ასტროფიზიკის საერთაშორისო სკოლა.

ბიბლიოგრაფია