Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლამარა ფაშაევა
ეთნოლოგი
date of birth 1940

ფაშაევა ლამარა დაიბადა 1940 წელს. 1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქული ენისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით. 1965 წელს სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში.1970 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "წალკის რაიონის ურუმთა ოჯახი და ცხოვრება".1972 წელს გახდა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა ახალციხეში, თეთრწყაროში, აჭარასა და აფხაზეთში მცხოვრები ბერძნების, ეზიდებისა და ქურთების პრობლემატიკაზე. 1985 წლიდან მისი კვლევების ძირითად თემა იყო ქურთოლოგია, მონაწილეობდა ამ თემისადმი მიძღვნილ მრავალ კონფერენციაში რუსეთში, სომხეთში, საქართველოში. 90-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა ლექტორად სამართლისა და საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით ხელს უწყობდა ისტორიული ეზიდური, ასირიული და ბერძნული გვარების აღდგენას. 1985 წელს ჟურნალ "მაცნეში" დაიბეჭდა მისი პირველი დიდი ნაშრომი საქართველოში მცხოვრები ქურთების შესახებ. 1987 წელს გამოიცა მონოგრაფია "საქართველოში მცხოვრები ეზიდების საქორწინო წეს-ჩვეულებების დადებითი და უარყოფითი ელემენტები". 

 ლამარა ფაშაევას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათგან აღსანიშნავია რუსეთში ერაყის ელჩისგან მიღებული ჯილდო ასპირანტების მომზადების საქმეში, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნების დაცვის ასოციაციაში გაწეული მუშაობისთვის.  თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში იგი მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ერევანშ, ბაქოში, სალონიკებში, ბუდაპეშტში, ბერლინში და სხვ.