Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ ხადური
ეკონომისტი
date of birth 1970

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მიკროეკონომიკის სპეციალობით. 1996-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი და 2002 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „ „მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში (საქართველოს მაგალითზე“. 1987-1988 და 1990-1992 წლებში მუშაობდა საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელში. 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწედ; 1997-1998  წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999-2000  წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 2000-2003  წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად; 2003-2004  წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე — საპარლამენტო მდივანი. 2004-2005  წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2004-2008  წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი. 2008  წლიდა კი იყო ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი. ნოდარ ხადური ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მაკროეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული და ფისკალური მაკროეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, ტრანსფორმაციული ეკონომიკა, კონკურენცია.

ბიბლიოგრაფია