Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა ტონია
ფილოლოგი
date of birth 1948

1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1972-1982 წლებში იყო  თსუ „ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის“ მთავარი რედაქტორი;  1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ საფოს პოეტური სამყარო“, 1994 წელს კი სადოქტორო დისერტაცია - „საფოს ფენომენი და ანტიკური ხანის ქალთა პოეზია“.  1982-1994 წლებში  - თსუ  „ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2017 წლიდან არის  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2018 წლიდან - დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორი; ნანა ტონია ეწევა აქტიურ მთარგმნელობით და სამეცნიერო მოღვაწეობას, არის ავტორი  60 მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 33 წიგნია.

ბიბლიოგრაფია