Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მამუკა კუდავა
დიპლომატი
date of birth 1971

1993 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;  1995 წელს ქართულ-ამერიკული სახელმწიფო მოხელეთა ინსტიტუტი; 2001 წელს  ბრიუსელის ფრანკოფონული უნივერსიტეტი ; 2004 წელს ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა (საფრანგეთი) . 1995-1998 წლებში  იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისა და სამხედრო-პოლიტიკის დეპარტამენტის მესამე მდივანი, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1997-1998წლებში  მონტერეის საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი (აშშ, კალიფორნია); 1997 წლიდან ნატოს დემოკრატიული ინსტიტუტის სტიპენდიატი; 1998-2000წწ. ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და უფროსი მრჩეველი; 22007-2012წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში; 2000 წლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

2001 წელს მიღებული აქვს ნატოს გენერალური მდივნის ლორდ რობერტსონის მადლიერების წერილი. გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი.