Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლუბა ბოჭორიშვილი
ისტორიკოსი
date of birth 1914

1935 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში; ნაშრომში "ქართული კერამიკა", წამოაყენა დებულება ქართული ხალხური კერამიკის ტიპოლოგიური ერთიანობისა და მისი ძველი ქართული მეთუნეობის კულტურიდან მომდინარეობის შესახებ; დაადგინა ამ კულტურის უშუალო კავშირი ჩრდილოეთ კავკასიასა და წინა აზიის ანალოგიურ კულტურებთან. აღსანიშნავია მისი წვლილი ქართული ხალხური კოსტიუმისა და ხალხური ოქრომჭედლობის შესწავლაში, ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფის და ისტორიული ეთნოგრაფიის პრობლემების კვლევაში.

ქართული კერამიკა I, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1949.