Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ისიდორე დოლიძე
იურისტი
date of birth 1915

1933  წელს  ბათუმის სამშენებლოს ტექნიკუმის  წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდულ ფაკულტეტზე, რომელიც 1938 წელს დაამთავრა.  1941 წელს დაამთავრა ასპირანტურის კურსი დ  დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია . 1947- 1948 წლებში ისიდორე  დოლიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად. 1960-1966 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. მისი  შესწავლის სფერო იყო ქართული სამართლის ისტორია და სამართლის ზოგადი ისტორია. დოლიძის ნაშრომებში გამოკვლეულია  ქართული სამართლის ინსტიტუტების ისტორიისა  და წყაროთმცოდნეობის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მეცნიერულ-პოპულარული ხასიათის შრომა და სტატია.

ბიბლიოგრაფია