Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინესა მერაბიშვილი
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1950

1972 წელს დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1979-1985წწ. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელი; 1985-1989წწ. ამავე უნივერსიტეტის იდეურ-აღმზრდელობითი განყოფილების უფროსი მეთოდისტი; 1992-2006წწ. სამაგისტრო პროგრამა "თარგმანის ხელოვნების" (ქართული და ინგლისური ენების ბაზაზე) დაფუძნება (2005) და მისი ხელმძღვანელობა; ენებისა და თარგმანის კათედრის გამგე, პროფესორი; 1996 წლიდან თბილისის ბაირონის სკოლის დირექტორი, მფლობელი; 2006-2009წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, თსუ კონტრაქტით მოწვეული პროფესორი; 2009-2012წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელობა, სადოქტორო პროგრამა "თარგმანმცოდნეობის" დაფუძნება და ხელმძღვანელობა; 2009 წელს არჩეულია თსუ თარგმანმცოდნეობის სრულ პროფესორად 3 წლის ვადით; 2012 წლდან ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; 2012 წელს არჩეულია თსუ თარგმანმცოდნეობის სრულ პროფესორად 6 წლის ვადით; არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის 6 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი, არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე.

ბიბლიოგრაფია