Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ედიშერ ჭელიძე
თეოლოგი
date of birth 1959

ედიშერ ჭელიძე დაიბადა 1959 წელს. 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა 1980 წელს  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის  ასპირანტურაში ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილებაში. 1984  წლიდან  იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გრიგოლ ნოსელის კოსმოგონიური თხზულების „პეტრეს მიმართ ძმისა თვისისა პასუხი ექუსთა მათ დღეთათვის“ ძველი ქართული თარგმანი“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში კითხულობს პატროლოგიის  კურსს. 1997  წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია“. 1998  წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგეა.  1995-1996  წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი „გზა სამეუფო“, 2000-2001 კი   წლებში გაზეთი „საეკლესიო სიწმინდენი“, ხოლო 2011-2012  წლებში ჟურნალი „გული გონიერი“ (I-IV ნომერი). 

ბიბლიოგრაფია