Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მანანა ხომერიკი
ისტორიკოსი
date of birth 1950

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1998 წელს დაიცვა სადისერტაციო თემა "ფილადელფოს კიკნაძის საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოღვაწეობა". იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ამჟამად მუშაობს ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის კვლევისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრში. 2012 წლის ივლისში, საბერძნთის კუნძულ ქიოსზე გამართულ მსოფლიო კონგრესზე, ევროკლასიკისა და აკადემია ჰომერიკას მიერ დაჯილდოვდა ჰომეროსის ოქროს მედლით; 2014 წელს საბერძნეთში მიენიჭა კუნძულ ქიოსისა და კუნძულ ოინუსის საპატიო მოქალაქეობა. ეწევა სამეცნიერო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას.

ბიბლიოგრაფია