Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაია პატარიძე
ისტორიკოსი
date of birth 1973

1995  წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტიწელს; 1999 წელს - ასპირანტურა ამავე ფაკულტეტზე ნუმიზმატიკის სპეციალობით . ნუმიზმატიკის მკვლევარი, ისტორიის დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1995 წელს მუშაობდა საქართველოს ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში, ნუმიზმატიკის და არქეოლოგიის რედაქციის წამყვან რედაქტორად; 2004 წლიდან დღემდე - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც ნუმიზმატიკური განყოფილების უფროსი მეცნიერია; დაცული აქვს დისერტაცია - "სვანეთში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეთნოლოგიურ-კონფესიური ასპექტები (ძვ. წ. V - ახ. წ. XVIII სს)"; იყო გერმანიის პრუსიული მემკვიდრეობის ფონდის საერთაშორისო სტიპენდიანტი, რომლის ფარგლებში იმუშავა ბერლინის ბოდეს მუზეუმის მიუნცკაბინეტში ქართული ნუმიზმატიკის ფუძემდებლის მიხეილ ბარათაევის (ბარათაშვილის) კოლექციაზე; კვლევით საქმიანობასთან ერთად, მონაწილეობს მუზეუმის საექსპოზიციო და საგანმანათლებლო მიმართულებით. არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის მუდმივმოქმედი ნუმიზმატიკური გამოფენის სამეცნიერო კონცეფციის ავტორი; აგრეთვე, რეგიონალური მუზეუმების: მესტიის, მარტვილის, ლეჩხუმის და ახალციხის ნუმიზმატიკური ექსპოზიციის კურატორი; 2021 წელს მ. პატარიძის სამეცნიერო კონცეფციით და უშუალო მონაწილეობით გაიხსნა გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის "მიუნცკაბინეტი"; კითხულობს ლექციების კურსს: "ნუმიზმატიკის საფუძვლები" და "ქართული ნუმიზმატიკა" ილიას სახელმწიფო და კავკასიის უნივერსიტეტებში. არის წიგნებისა 30-მდე სტატიის ავტორი. 

ბიბლიოგრაფია