Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამრი ფხაკაძე
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1957

1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1980-2006 წელს მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში, დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. 1997-2003 წლებში  საბავშვო ჟურნალ „კოკროჭინას“ რედკოლეგიის წევრი; 2005-2006 წლებში  საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისათვის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების გახმოვანება „ინტერნიუსში“ ტექსტების რედაქტორი; 2006-2007 წლებში  გამომცემლობა „პალიტრა-L“-ის რედაქტორი; 2011  წლიდან „საგამომცემლო სახლი ტრიასის“ მთავარი რედაქტორი; 2011  წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებლის თეატრის ჟურნალ „მოზArt“-ის სარედაქციო ჯგუფის წევრი.

2001  წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები.

ბიბლიოგრაფია