Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიზო ნიშნიანიძე
მწერალი
date of birth 1928

1950 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების - "ახალგაზრდა კომუნისტის", "თბილისის", "კომუნისტის", "ნიანგის" რედაქციებში, საქტელერადიოკომიტეტში, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. გ. ნიშნიანიძეს ეკუთვნის წიგნები: "სიცილის არქივიდან" (რევოლუციამდელი საქართველოს სატირულ-იუმორისტული პრესის ისტორია. 1881-1921), "საქართველოს პრესა და რადიომაუწყებლობა დიდ სამამულო ომში", "გენერალის სიტყვა და ყოჩაღი ჯარისკაცი... სიცილი", სატირულ-იუმორისტული პრესის მოთხრობების კრებული "სიცილ-სიცილში", ავტობიოგრაფიული მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი "გიზო ნიშნიანიძე", შეადგინა კრებული "დავით სარაჯიშვილი" და სხვა. თბილისს, კერძოდ მის ერთ-ერთ უბანს ეძღვნება პოემა "პაემანი ვერაზე". პოემის მხატვრული კომპოზიცია დაიდგა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გამოვიდა ორ გიგანტ-ფირფიტად. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო  ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ბიბლიოგრაფია