Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როზეტა გუჯეჯიანი
ისტორიკოსი
date of birth 1970

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ეთნოლოგიის სპეციალობით 1997 წელს. 2005 წელს დაიცვა   სადოქტორო დისერტაცია  თემაზე  - "ტრადიციული ყოფისა და რწმენა-წარმოდგენების ურთიერთმიმართება დასავლეთ საქართველოს მთიანენეთში(სვანეთი ეთოგრაფიული მასალის მიხედვით)", 1994 წელს იყო აკადემიკოს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ლაბორანტი; 1994-2006წწ. ამავე მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2005-2012წწ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის კურატორი; 2005-2012წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2008-2012წწ. მიწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ეთნოლოგიის მიმართულებით; 2010-დან  ასოცირებული პროფესორი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სადაც არის ეთნოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან ასოცირებული პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ეთნოლოგიის მიმართულებით; გამოქვეყნებული აქვს 90-მდე სამეცნიერო სტატია და ორი მონოგრაფია, არის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს თანაავტორი. 

ბიბლიოგრაფია