Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზვიად გამსახურდია
ფილოლოგი
date of birth 1939

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოოგიის მეცნიერებათა კანდიდატის,  ხოლო 1991 წელს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა სახელმწიფო უნიუვერსიტეტის დასავლეთ ევროპის კათედრაზე. 1972-1977  და 1983-1990 ის  წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1970-1977  წლებში სსაქართველოს სსრკ მწერალთა კავშირის  წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული  ისტორიის, თეოლოგიის,  ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, გოგოლის, ბოდლერის  და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.

 გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, ის ეწეოდა აქტიურ დისიდენტურ, პოლიტიკურ ოღვაწეობასაც. ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს , რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით  გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენა.

ბიბლიოგრაფია