Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა გაფრინდაშვილი
ფილოლოგი
date of birth 1958

1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977–79 წწ. ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართულ–ბელორუსული ლიტერატურული ურთიერთობები XX საუკუნის 60–80–იან წლებში“ და მიიღო  ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.   1990–1993 წლებში სწავლობდა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურაში.   1993 წელს კი დაიცვა  სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „უცხოეროვნული ლიტერატურისა და სამყაროს აღქმის თავისებურებანი (ისტორიულ–შედარებითი კვლევის ცდა)” და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1981–1983 წწ.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტაჟიორ–მკვლევარი.1986–1991 წწ. – მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი.1993–1996 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი.1995–1997 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კათედრის დოცენტი1997–2006 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კათედრის პროფესორი.2006–2008 წწ. – თსუ მოწვეული პროფესორი.2007–2015 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი.2008–2012 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.2012 წლიდან დღემდე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. 2015 წლიდან   2016 წლის 23 ივლისამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 2016 წლის 23 ივლისიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

ბიბლიოგრაფია