Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლევან ბერძენიშვილი
ფილოლოგი
date of birth 1953

1977 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე:“არისტოფანეს ლიტერატურული შეხედულებებისა და მხატვრული პრინციპების ერთიანობის პრობლემა",  შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1975-1995 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში.  1987-1993წლებში იყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელი, 1998-2004წლებში კი -  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.

2009-2011 წლებში მუშაობდა ამერიკის შეეთებულ შტატებში. კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის,სტენფორდისა  და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.

ბერძენიშვილი არის ავტორი  ავტორი 40 სამეცნიერო ნაშრომისა; ლათინური ენის სახელმძღვანელოს თანაავტორი; თარგმანებისა: არისტოფანეს 11 კომედია და ევრიპიდეს "ელექტრა"; წიგნების: "ინტერნეტი ჟურნალისტებისათვის"; "ადამიანის უფლებები ქართულ კულტურაში" რედაქტორი და ერთ-ერთი ავტორი.

ბიბლიოგრაფია