Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ენრიკო გაბიძაშვილი
ფილოლოგი
date of birth 1931

ენრიკო გაბიძაშვილი დაიბადა 1931 წლის 30 იანვარს. 1953 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოოგიის ფაკულტეტი.  1960 წლიდან იყო კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი)მეცნიერ  თანამშრომელი, 1980 წელს დაიცვა სადისერტაციო თემა „ არსენ იყალთოელის როლი XI - XII სს. ქართული ფილოლოგიური აზრის განვითარებაში", მისი  სამეცნიერო კვლევის სფერო იყო :ძველი ქართული ნათარგმნი და ორიგინალური მწერლობა; ქართულ-ბიზანტიური საეკლესიო მწერლობათა ურთიერთობა; კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია. ენრიკო გაბიძაშვილი ასევე  ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი "რიტორიკა" (1991-1993): ლექციები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში; თბილისის დ. გურამიშვილის სახ. პედაგოგიური კოლეჯი (1994-1996): იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კრებულ "მრავალთავის" რედკოლეგიის წევრი; თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის რედაქტორი და სამეცნიერო კონსულტანტი.

მიღებული აქვს სახელმწიფო ეროვნული პრემია.

ბიბლიოგრაფია