Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი კეკელიძე
ფილოლოგი
date of birth 1984

გიორგი კეკელიძე დაიბადა 1984წელს. 2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივესიტეტში სწავლის დროს დაიწყო გამოცემა ლიტერატურული ჟურნალის სახელწოდებით „ლილი“. მოგვიანებით ჟურნალის გამოცემა გადაიზარდა პორტალში lib.ge. 2006-2008 წლებში მუშაობდა რუსთავის N2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 2008  წელს გამოსცა პოეტური კრებული „ოდები“.  

2011 წელს გამომცემლობა „სიესტამ“ სერიით „წიგნი თეფშზე“ გამოსცა გიორგი კეკელიძის პოემა „ყორანი“.

2012წელს   გამოვიდა გიორგი კეკელიძისა და გიგი ხორნაულის მიერ ადაპტირებული  ვაჟა ფშაველას „გველის მჭამელი“ კომიქსად2014 წელს გამოვიდა კეკელიძის ლექსების კრებული „პოეზია 2008–2013“ (წინასიტყვაობის ავტორი – ზურაბ კიკნაძე)  2014 წელს დაიწყო მუშაობა პროზაულ ნაწარმოებზე „გურული დღიურები“.კეკელიძეს თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრების კრებული „ჯადოსნური კარი“, სერგეი დორენკოს  „რომანი 2008.

კეკელიძე ავტორია არაერთი ლიტერატურული და სოციალური პროექტის. უამრავ ჯილდოსა და პრემიას შორი მიღებული აქვს ისეთი ცნობილი პრემიები, როგორიცაა „საბა; და „წინანდლის პრემია“.

ბიბლიოგრაფია