Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლევან ურუშაძე
ისტორიკოსი
date of birth 1964

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1986-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების ასპირანტი. 1989-1995 წლებში ამავე განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი. 1991-1995 წლებში გაზეთის "თავისუფალი საქართველო" კორესპონდენტი; 1991 წელს რადიო "თავისუფალი საქართველო"-ს პოლიტიკური მიმომხილველი; 1992-1993 წლებში გაზეთის "საქართველოს სამრეკლო" პ/მგ. მდივანი; 1992-1993 წლებში არალეგალური გამოცემის "ქართული აზრი" ერთ-ერთი გამომცემელი; 1995 წლიდან დამოუკიდებელი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენის "ადამიანის უფლებები" რედაქტორ-გამომცემელი. 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის დირექტორად. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი საგაზეთო წერილი. 1997-200 წლებში იყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს ეროვნული სექციის პრეზიდენტი.

ბიბლიოგრაფია