Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვენერა ურუშაძე
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1909

1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

პირველი მხატვრული თარგმანები ინგლისურ ენაზე (მათ შორის ნ. ბარათაშვილის "მერანი") 1945 წელს გამოაქვეყნა მოსკოვის გაზეთ "მოსკოუ ნიუზში". მას ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის პირველი პოეტური თარგმანი ინგლისურ ენაზე (1968, 1971, 1979). მისი თარგმანებით გაიცნო ინგლისურ ენაზე მკითხველმა საზოგადოებამ ქართული კლასიკური თუ თანამედროვე პოეზიისა და პროზის მრავალი ნიმუში. ძირითადი გამოცემები: "ქართული პოეზიის ანთოლოგია" (1948, 1958), ქართველ მწერალთა მოთხრობების კრებული "მინდია" (1964, 1966), შოთა რუსთაველის აფორიზმები (1983) და სხვა. შეადგინა ინგლისური ენის სახელმძღვანელო და ქრესტომათია (1963, 1974). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

1976 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

ბიბლიოგრაფია