Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ უკლება
ბიოლოგი
date of birth 1953

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტ. 1985 წელს საგარეო ვაჭრობის აკადემია (რუსეთი, ქ. მოსკოვი).

1978-1982 წლებში იყო ზოოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1989 წლებში ერაყში სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტი; 1990-1992 წლებში მოსკოვის საგარეო ეკონომიკური გაერთიანება "ვოსტოკინტორგის" ინჟინერი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის მთავარი სამმართველოს პირველი მდივანი, სამმართველოს უფროსი; 1992-1998 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1998-2001 წლებში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი; 2001-2004 წლებში  საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2005-2008 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში; 2008-2012 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ბულგარეთში; 2012–2013 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2013 წლის აპრილიდან საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი უკრაინაში.

ბიბლიოგრაფია