Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაია უკლება
გეოგრაფი
date of birth 1955

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1977-1980 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში.

1981-1994 წლებში იყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1998 წლებში მე-6 გერმანული გიმნაზიის დირექტორი; მე-6 გიმნაზიაში დააარსა ქვეყანათმცოდნეობის პროფილი და შეადგინა საავტორო პროგრამა გეოგრაფიაში, ამავე დროს იყო ბავარიის მხარის (გერმანია) ქალაქების - შონდორფის, ნოიბოიერნის და რაიხერსბოიერნის მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლის პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არის გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992), გიმნაზიისათვის "გერმანული ენის დიპლომი-2"-ის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1995); 1998 წელს სტაჟირება გაიარა ქ. დილინგენში (გერმანია) პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში; 1998-2004 წლებში იყო საქართველოს განათლების სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი; 2004-2006 წლებში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინოვაციის განყოფილების ხელმძღვანელი; 2006-2009 წლებში ტურიზმის ბიზნესის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; 2004-2009 წლებში მოღვაწეობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2009 წლიდან იყო გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, ბიზნესის მართვის კათედრის პროფესორი, ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. სხვადასხვა წლებში იყო კონსტანტას "ოვიდიუსის" უნივერსიტეტის (რუმინეთი) ჟურნალის "ეკონომიკური მეცნიერებათა სერია", სამეცნიერო საბჭოს წევრი; სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი, რედაქტორი და რეცენზენტი.

1997 წელს მიენიჭა პედაგოგის უმაღლესი კატეგორია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთიანი რეგიონების განსახლების პრობლემები", დაიცვა 1995 წელს.

მაია უკლება არის AIEST (International Association of Scientific Experts)-ისა და საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი.

ბიბლიოგრაფია