Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით უკლება
გეოგრაფი
date of birth 1919

1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.

1950 წლიდან მუშაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1975-1999 წლებში ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერების რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორად და კონსულტანტად; პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში; ძირითადი ნაშრომები ეხება ლანდშაფტმცოდნეობის პრობლემებს; თბილისს ეძღვნება მისი ნაშრომი "თბილისისა და მისი მიდამოების ბუნება" (წგ.: "თბილისი. ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა", 1989).; შეადგინა გეოგრაფიის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1967); შეყვანილია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1998 წელს გამოცემულ ცნობარში "მსოფლიოს 5 ათასი გამოჩენილი პიროვნება".

1971 წლიდან არის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, 1976 წლიდან პროფესორი.

1984 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. 1987 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1994 წელს მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

ბიბლიოგრაფია