Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელენე სარალიძე
ჟურნალისტი
date of birth 1953

1977 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

1977 წლიდან მუშაობდა რაიონულ გაზეთ "ახალ მარნეულში" კორესპონდენტად; 1979 წლიდან ჰოლდინგურ კომპანია "სამთო ქიმიაში" ამავე სახელწოდების მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორის მოადგილედ, პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, პრეზიდენტის თანაშემწედ; 2000 წლიდან გაზეთ "კვირის პალიტრაში" მთავარი რედაქტორის თანაშემწედ, სტილისტ-რედაქტორად; 2011 წლიდან მუშაობს ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის "ისტორიანის" სტილისტ-რედაქტორად და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" რედაქტორად; არის "პალიტრა L-ის" მიერ გამოცემული ასზე მეტი წიგნის რედაქტორი. მათ შორის ისეთი სერიების წიგნებისა, როგორებიცაა: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "ჩემი რჩეული მსოფლიო", "პალიტრა კლასიკა"; ასევე რედაქტორია ცალკეული წიგნების, მათ შორის: გიორგი კალანდიას "სამი ქართული ამბავი"; Toresa Mossy-ს (ვახტანგ მოსიაშვილის) "სიბრძნე სიცრუისა"; ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" ორ წიგნად (ილია აგლაძის და არისტო ჭუმბაძის თარგმანი); მამა ადამის "სოხუმის ქუჩაზე" (ლექსები) და "იმიტომ,  რომ სახლია შენი!" (პროზაული ტექსტები). არის რვა წიგნის ავტორი (რომანები, პროზაული ტექსტები). ეს ტექსტები წიგნებად გამოცემამდე იბეჭდებოდა  ჟურნალებში "რეიტინგი" და "ოჯახის მკურნალი". არის მრავალი საბავშვო ლექსის ავტორი (ელენე სალარიძე – საბავშვო ლექსების ავტორები – kids.ge). გამოსაცემად მომზადებული აქვს საბავშვო ლექსებისა და ლიტერატურული ესსების კრებული.

ბიბლიოგრაფია