Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრივერ ფარულავა
ფილოლოგი
date of birth 1936

ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს.

იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეციალურ კურსებს ამ მიმართულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის ცნობილია მისი წიგნები: "მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში", "ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ" და სხვა. გრივერ ფარულავა იყო არაერთი აკადმიური ნაშრომის, წერილისა თუ მონოგრაფიის ავტორი. თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2012 წელს დააჯილდოვეს წმინდა გიორგის ოქროს ჯვრით, სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. 2018 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის.

ბიბლიოგრაფია