Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როსტომ ფარეულიძე
ენათმეცნიერი
date of birth 1946

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.

1965 წლიდან ასწავლიდა ჯოყოლოს სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას, 1968 წლიდან ომალოს სკოლაში იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 1977 წლიდან იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1986 წლიდან - მეცნიერ-თანამშრომელი. 1989 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. როსტომ ფარეულიძე არის არაერთი სამეცნიერო შრომებისა და სტატიების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არსებით სახელთა ბრუნების ძირითადი საკითხები ჩაჩნურში (ქისტური მეტყველების მონაცემთა მიხედვით)", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჩეჩნური ზმნა", დაიცვა 2005 წელს.

ბიბლიოგრაფია