Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ილია ფანცხავა
ფილოსოფოსი
date of birth 1906

1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი.

ილია ფანცხავა იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, დროის მცირე მონაკვეთის გამოკლებით, მოსკოვში მიმდინარეობდა. 1946 წლიდან იგი მოსკოვის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე იყო. 1959 წელს გადავიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ ათეიზმის თეორიისა და ისტორიის კათედრას. კითხულობდა საერთო და სპეცკურსებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1974 წლიდან იყო ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე. მის მეცნიერულ მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი იოანე პეტრიწის ფილოსოფიის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. მან რუსულად თარგმნა პეტრიწის ორიგინალური ნაშრომი - "კომენტარები პროკლეს ფილოსოფიაზე", რომელიც ორჯერ გამოიცა - პირველად 1941 წელს თბილისში, ხოლო მეორედ - მოსკოვში 1984 წელს - ფილოსოფიური მემკვიდრეობის სერიის 91-ე ტომში. საკუთრივ პეტრიწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მან დამოუკიდებელი ნაშრომი მიუძღვნა (1982). 1994 წლიდა არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიბლიოგრაფია