Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯუმბერ ფანჩულიძე
გეოგრაფი
date of birth 1942

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით.

1967-1969 წლებში სწავლობდა "საქწყალეკოლოგიის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში.  1976-1978 წლებში მუშაობდა სირიის არაბთა რესპუბლიკაში - ქვეყნის ზედაპირული წყლების რესურსების დადგენაზე. 1970-1982 წლებში იყო "საქწყალეკოლოგიის" სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი,  ხოლო 1982-1999 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის კათედრის დოცენტი. 1977 წლიდან საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც შეეხება ხმელეთის ჰიდროლოგიის, მელიორაციის და გაუდაბნოებასთან ბრძოლის პრობლემებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხეთის დაბლობის დამშრობ სისტემიანი ტერიტორიების მაქსიმალური ჩამონადენის ჰიდროგრაფიის გაანგარიშების მეთოდიკა", დაიცვა 1974 წელს.

ბიბლიოგრაფია