Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როინ ჭიკაძე
ფილოლოგი
date of birth 1937

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1970-1973 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში.

1962-1967 წლებში იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პროფესორი. 1967-1975 წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1975 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დოცენტი. 1979-1986 წლებში ქართული ენის კათედრის გამგე. 1986-1988 წლებში პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში. 1988-1989 წლებში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 1989-2004 წლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (სამგზის არჩევითი). 2004-2005 წლებში  თესაუ-ს სამეცნიერო დარგის პრორექტორი. 2005-2009 წლებში ქართული ფილოლოგიის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; 2007 წლიდან  აკადემიური საბჭოს მდივანი. 2009 წლიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), დოცენტი (1997), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი ქართული ენის სპეციალობით (1997). როინ ჭიკაძეს გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია, მისი სამეცნიერო-კვლევითი შრომები ქვეყნდებოდა სამეცნიერო ხასიათის ჟურნალებში, იბეჭდებოდა ცალკე წიგნებად. მისი ცნობილი სამეცნიერო ნაშრომია "პარატაქსული კონსტრუქციები ქართულში". იყო ჟურნალ "ენათმეცნიერების საკითხების" რედკოლეგიის წევრი. როინ ჭიკაძის რექტორობის პერიოდში თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი.

ბიბლიოგრაფია