Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო როინიშვილი
ფიზიკოსი
date of birth 1928

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1950-1969 წლებში იყო ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1969-1978 წლებში ლაბორატორიის, 1978-1997 წლებში განყოფილების გამგე. 1997 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 115 სამეცნიერო სტატიის ავტორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კოსმოსური სხივების ფიზიკის ტრადიციების დამკვიდრება და განვითარება. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი რამდენიმე საერთაშორისო ექსპერიმენტში და კოლაბორაციაში იყო გაერთიანებული.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უცნაური ნაწილაკების განივი იმპულსების შესწავლა", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მრავლობითი გენერაციის პროცესები 200 გევ ენერგიის ზემოთ", დაიცვა 1972 წელს.

ბიბლიოგრაფია