Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი როგავა
ენათმეცნიერი
date of birth 1905

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ლინგვისტური განყოფილება.

1933-1958 წლებში მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად, გამგედ; 1938-1958 წლებში  იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1960 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიურ ენათა კათედრის გამგე. იკვლევდა ქართველური და აფხაზურ-ადიღეური ენების გრამატიკული სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1953 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1958 წლიდან პროფესორი. 1963 წელს მიიღო საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.

ბიბლიოგრაფია