Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნესტან რატიანი
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1969

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით კლასიკური ფილოლოგია.

კვლევითი და სასწავლო პროექტების ფარგლებში იმყოფებოდა ოქსფორდის ვოლფსონ კოლეჯში, კემბრიჯის კინგს კოლეჯში, ჯეიმს მედისონ კოლეჯში, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. 1994-2007 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი, შემდგომ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორი. 2007 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკულ-ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის ფარგლებშ.  2001-2006 წლებში იყო შოთა რუსთაველის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების თანამშრომელი; 2007 წლიდან - ფოლკლორის განყოფილების უფროსი მეცნიერი. 2008 წლიდან თანამშრომლობს თბილისის ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამასთან, არის ცოდნის თეორიის კოორდინატორი; გაიარა ტრენინგები ბარსელონასა და დუბაიში; აქტიურად თანამშრომლობს AGILE-თან (ამერიკულ-ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის), რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის ბაზაზე ახორციელებს თავისუფალი მეცნიერებების პროგრამას; კითხულობს ლექციებს და კონსულტაციებს უწევს NED-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს "შენ დემოკრატიისთვის“ და "ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ატარებს დისკუსიებს სხვადასხვა მწვავე თემაზე. ორი მონოგრაფიის ავტორი, სხვადასხვა წიგნების თანაავტორი (მათ შორისაა სახელმძღვანელოები, სამეცნიერო კრებულები, თარგმანები და სხვ.). მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში (ანტისაბჭოური სიტყვიერება, ქართული ხალხური ფოლკლორული პროზის 22 ტომის შედგენა, მხატვრულ სახეთა ტრანსფორმაციები); მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში (ჰარვარდი, ბრაუნი, ახალი ორლეანი, ნიუ იორკი, ლიდსი). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დუმილის ფენომენი ძველ ბეძნულ ლიტერატურაში (ჰომეროსიდან ისიხაზმამდე)", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რიტუალის ასახვა ძველბერძნულ ლიტერატურაში (ჰომეროსიდან ევრიპიდემდე)", დაიცვა 2001 წელს.

ბიბლიოგრაფია