Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირმა რატიანი
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1967

 1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1989-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში ლიტერატურის თეორიის სპეციალობით.

2004 -2006 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2006 წლიდან - ამ ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარული ფაკულტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი და სრული პროფესორი. 1997-1998 და 2002 წელს მიიღო JSPS (მეცნიერების მხარდამჭერი იაპონური საზოგადოება) სტიპენდია, მუშაობდა ოსაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ფაკულტეტზე. 2005 წელს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურულ ურთიერთობათა ბიუროს უნივერსიტეტთა პარტნიორობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო სტაჟირებით იმყოფებოდა აშშ ცენტრალური აზია-აფრიკის ინსტიტუტში ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტისა და წმინდა იოანეს კოლეჯში. 2006 წელს მიიღო DAAD-ის სტიპენდია და მუშაობდა გერმანიის საარლადნის უნივერსიტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დეპარტამენტში. 2010 წელს მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტის სტიპენდია. მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში საქართველოში, ეგვიპტეში, თურქეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, ესპანეთში, შოტლანდიაში, იორდანიაში, ისრაელში, საბერძნეთში, რუსეთში. 2006 წლიდან არის საერთაშორისო სიმპოზიუმის - "ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები" ორგანიზატორი. არის არაერთი ლოკალური და საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე, მრავალი სამეცნიერო წიგნისა და კრებულის რედაქტორი. ავტორია 80-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა.

ბიბლიოგრაფია