Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შალვა რადიანი
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1904

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1926 წლიდან დაიწყო ლიტერატურულ-კრიტიკული მოღვაწეობა. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნასა და საქმიანობაში. მუშაობდა "მნათობის", "პროლეტარული მწერლობის", "პიონერის", "დროშის", "ჩვენი თაობისა" და სხვა ჟურნალების რედაქციებში.  1937-1942წლებში იყო გაზეთ "ლიტარატურული საქართველოს" რედაქტორი. 1930 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიას.1942 წლიდან იყო ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. 1944 წლიდან რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი; 1949-1958 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი. არის მრავალი ფუძემდებლური ნაშრომის ავტორი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: "თანამედროვე ქართული ლიტერატურა", "ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები", "ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული რომანტიზმი", "ახალი ქართული ლიტერატურა"(წგნ. I-II., 1949-1950), "ქართული ლიტერატურის ისტორია"(თანაავტორები ა. ბარამიძე, ბ. ჟღენტი. 1958, რუსულ ენაზე), "XX საუკუნის ქართული ლიტერატურა", "სახეები და შთაბეჭდილებანი" და სხვა; მისი რედაქციით გამოიცა ი. ჭავჭავაძისს, რ. ერისთავის, გ. წერეთლის, ი. ევდოშვილის, ე. ნონეშვილის, შ. არაგვისპირელის, ჭ. ლომთათიძის, ვ. ბარნოვის, გ. ტაბიძისა და სხვათა თხზულებათა კრებულები ქართულ და რუსულ ენებზე; იყო ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოების თანაავტორი, 27 წიგნისა და 300-ზე მეტი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის ავტორი; პროფესორი. დაჯილდოებულია ლესია უკრაინკას სახელობის და გერმანელი ფილოსოფოსის ჰეგელის სახელობის მედლებით.

ბიბლიოგრაფია