Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოლომონ ხუციშვილი
ლიტერატურათმცოდნე
date of birth 1908

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილება.

1938 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1939 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად სოხუმის მ. გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1943-1950 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორად. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. ავტორია მრავალი სამეცნიერო და ლიტერატურულ - კრიტიკული გამოკვლევისა, მათ შორის აღსანიშნავია წიგნები: "ქართული ლიტერატურის კრიტიკის ისტორიისათვის" (I, 1954; II, 1957), "ილია ჭავჭავაძე" (1957), "ქართველ  საზოგადო მოღვაწეთა ნეკროპოლი" (1961), "ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები" (1969), "მიხეილ ზანდუკელი" (1973), "ლევან გოთუა" (1976), "ვაჟა-ფშაველა" (ე. ლუნდბერგთან და ე. ღოღობერიძესთან ერთად, 1977), " ქართული პუშკინიანა" (1979), "მანათობელი" (1980) და სხვა. გამოსცა ს. დოდაშვილის, ს. აბაშიძის, ნ. ლომოურის, ე. ბოსლეველის და სხვა. აგრეთვე XIX საუკუნის ქართველი კრიტიკოსების კრებულები. დაჯილდოებულია მედლებით.  1963 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1965 წლიდან პროფესორი.

ბიბლიოგრაფია