Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარი ხუტაშვილი
გეოგრაფი
date of birth 1947

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. 1968-1971 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1971-1976 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრაზე მასწავლებლის თანამდებობაზე; 1976-1981 წლებში იყო  სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1981-1987 წლებში  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ კომისიაში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კეთედრის დოცენტია. პარალელურად, 1987-1991 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე, კითხულობდა ლექციებს. გამოქვეყნებული აქვს 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ისინი ძირითადად ეხება თბილისის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ და გარემოს დაცვის სოციალურ საკითხებს. მუშაობს პროგრამებზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქ. თბილისის ეკოლოგიური სიტუაციის ფორმირების გეოგრაფიული ფაქტორები", დაიცვა 1985 წელს.

ბიბლიოგრაფია