Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ ხმალაძე
გეოგრაფი
date of birth 1934

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით.  1959-1962 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი.

მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის ასისტენტად; 1993 წლიდან არის პროფესორი. 1986-2003 წლებში არჩეული იყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. უნივერსიტეტში საქართველოს გეოგრაფიის კათედრის შექმნის და სამხედრო გეოგრაფიის კურსის შემოღების ინიციატორი. გამოქვეყნებული აქვს 127 სამეცნიერო ნაშრომი. მისი მეცნიერული ინტერესის სფეროა ჰიდროფიზიკის, მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანი, მათი რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა და კალაპოტის პროცესების პროგნოზირება. 1993 წლიდან არის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა თერმული და ყინულოვანი რეჟიმის ფორმირების კანონზომიერებანი", დაიცვა 1964 წელს.

ბიბლიოგრაფია