Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ ხმალაძე
მთარგმნელი
date of birth 1946

 (1946) - მთარგმნელი

https://bit.ly/3Li3hpB

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კინოხელოვნება-ტელევიზიის განყოფილება.

1979 წლიდან მუშაობდა საქტელერადიო კომიტეტში რადიოს ლიტერატურული პროგრამების რედაქტორად, პასუხისმგებელ მდივნად, განყოფილების გამგედ, მთავარი რედაქტორის მოადგილედ; 1993 წელს დაინიშნა საქართველოს რადიოს ლიტერატურულ-დრამატული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს ტელერადიო ინსტიტუტში, იყო თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის დოცენტი და ამავე უნივერსიტეტის ტელერადიო ჟურნალისტიკის კათედრის გამგე. თამაზ ხმალაძემ ქართულად თარგმნა ჩეხი მწერლების ირჟი კრშენეკის, ბოგუმილ ნოგელის, ოტო ჰაველის, ფრანტიშეკ კუბალას მოთხრობები; ჩინური ლიტერატურის კლასიკოსის ლაო შეს მოთხრობები და ესეები, იუგოსლავიური პროზის ცალკეული ნიმუშები. თამაზ ხმალაძე იყო ავტორი და რედაქტორი ცნობილი რადიოპროგრამებისა: "ენაი შემკული და კურთხეული", "დროება", "პოეზიის ქნარი". 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქიზიყ-ჰერეთის განყოფილებას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალის მწერალთა წრეს. 1998 წელს წარდგენილი იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად. 1990 წელს მიღებული აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პირველი პრემია. 1996 წელს მიიღო საქართველოს ტელეჟურნალისტთა ასოციაციის პირველი პრემია.