Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვახტანგ ხმალაძე
ფიზიკოსი
date of birth 1947

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1997 წელს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი).

1973-1973 წლებში იყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1993 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ მუშაკი; 1991-1996 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი " 11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1996-1999 წლებში შპს "სახელმწიფო მარეგულირებელი საბჭოს" იურისტი; 1997-1998 წლებში სს "კომპლექსის" გენერალური დირექტორი; 1998-1999 წლებში  ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 1999-2004 წლებში საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2012 წლებში შპს "თბილისის საარბიტრაჟო პალატა" - პარტნიორი, კოლეგიის თავმჯდომარე; 2004-2005 წლებში სს "დელფი", სს "ბაგები-2002" - მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 2005-2007 წლებში ა(ა)იპ "მენაშენთა ასოციაცია", პრეზიდენტი; 2006-2007 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2006-2008 წლებში  თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ასოცირებული პროფესორი. 2010-2011 წლებში ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - კოორდინატორი. ვახტანგ ხმალაძე არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი.

ბიბლიოგრაფია